უცხოეთი

თურქული მედიის ცნობით, თურქეთმა შვედეთსა და ფინეთთან დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა განუსაზღვრელი ვადით გადადო

სამმხრივი შეხვედრა
1674591938
დაკოპირებულია

თურქეთმა შვედეთსა და ფინეთთან დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრა, რომელიც თებერვალში იყო დაგეგმილი, განუსაზღვრელი ვადით გადადო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს

თურქეთის უკმაყოფილება გამოიწვია უქმე დღეებში სტოკჰოლმში გამართულმა ანტითურქულმა აქციებმა, რა დროსაც ყურანი დაწვეს. შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ეს აქცია დაგმო.

ამ ქმედებას ანკარა მწვავედ გამოეხმაურა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვედეთს სთხოვა, მიეღო აუცილებელი ზომები საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.

სტოკჰოლმში განაცხადეს, რომ თურქეთთან ნატოში გაწევრიანების საკითხზე დიალოგის აღდგენა სურთ. ფინეთში კი თქვეს, რომ ანკარასთან მოლაპარაკებებში ტაიმაუტის აღებაა საჭირო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ დასავლელი მოკავშირეები მოუწოდებენ უკრაინას, უარი თქვას ბახმუტში სასტიკ ბრძოლებზე და ყურადღება გაამახვილოს სამხრეთით შეტევაზე - CNN

✔️ პოლონეთმა გერმანიას ოფიციალურად სთხოვა „ლეოპარდის“ ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა

✔️ უკრაინელებმა რუსული სუ-25 გაანადგურეს

✔️ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას, შესაძლოა, „აბრამსის“ ტიპის ტანკები გადასცეს - WSJ

✔️ გერმანიამ უკრაინაში „ლეოპარდების“გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო - Spiegel