მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქული მხარე აცხადებს, რომ სირიასა და ერაყში ოპერაციების დროს ასობით ტერორისტი მოკლა

თურქეთის დროშა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიასა და ერაყში დაწყებული ოპერაციის ფარგლებში უკვე გაანადგურეს 250-ზე მეტი ტერორისტი. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. 

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აკარის განცხადებით, ლიკვიდირებულია 254 „ბოევიკი“. 

„ეს არის ყველაზე დიდი და ეფექტიანი საჰაერო ოპერაცია ბოლო პერიოდში“, - ხაზგასმით აღნიშნა თურქმა მაღალჩინოსანმა. 

20 ნოემბერს თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩრდილოეთ სირიასა და ერაყში ქურთების შეიარაღებული ორგანიზაციის ბაზებზე საჰაერო დარტყმების შესახებ განაცხადა. 

ქურთების წინააღმდეგ თურქეთის ოპერაციას აშშ უკვე გამოეხმაურა და დეესკალაციისკენ მოუწოდა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 კრემლს უარი არ უთქვამს უკრაინაში მის მიზნებზე, უბრალოდ ნაწილობრივ ფარავს მას - ISW

👉 „მსოფლიო არ უნდა იყოს ერთი საერთაშორისო ტერორისტის მძევალი“ - ზელენსკი გაეროს მოუწოდებს, რუსეთს ხმის უფლება ჩამოართვას