
ევროპის საფეხბურთო ასოციაციის კავშირი აპირებს (UEFA) ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გააუქმოს და 2021 წლისთვის გადაიტანოს. ამის შესახებ ინფორმაციას LʼEquipe ავრცელებს. ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გაუქმების მიზეზად კორონავირუსი სახელდება.
უცხოური მედიის ცნობით, უეფა ევრო-2020-ის გაუქმების შესახებ ოფიციალურ განცხადებას 17 მარტს გააკეთებს, სადაც, ასევე, ისაუბრებენ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის შეჩერებაზეც. წინასწარი ცნობით, ამავე დღეს შედგება ვიდეოკონფერენცია, რომელშიც საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციის წარმომადგენლები Covid-19-თან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრებენ.
ბოლო მონაცემებით, Covid-19-ით მსოფლიოს მასშტაბით 127 ათასი ადამიანია ინფიცირებული. გლობალური დაავადება ასზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ლიდერი ქვეყნებია: ჩინეთი, იტალია, სამხრეთ კორეა, ირანი და საფრანგეთი. კორონავირუსს 4700 ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.