მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა აშშ-ის მიერ გამოყოფილი 40 მილიარდი დოლარიდან, მხოლოდ 15%-ს მიიღებს - ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის დუმის სპიკერის ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ აშშ და მისი პარტნიორები უკრაინისთვის რეალური დახმარების გაწევას არ აპირებენ. 

ვოლოდინის თქმით, უკრაინა შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი 40 მილიარდი დოლარიდან, მხოლოდ 15%-ს მიიღებს.

„ვაშინგტონი და ბრიუსელი ნამდვილად არ აპირებენ უკრაინისთვის რეალური დახმარების გაწევას, მათ ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბოლო უკრაინელიც კი გაწირონ“, - აცხადებს ვოლოდინი. 

მისივე თქმით, ამას ადასტურებს უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობის გამოყოფილი თანხა.  ვოლოდინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამ თანხის 35% მოხმარდება თავად შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების დაფინანსებას“.

„ამ თანხიდან მხოლოდ 15% მოხმარდება უკრაინას“, - ამბობს ვოლოდინი. 

ამასთან, მან აღნიშნა, რომ „უკრაინელებს თავად მოუწევთ გადაიხადონ 40 მილიარდი დოლარის ვალი“.

შეგახსენებთ, აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის 40 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის გამოყოფას ითვალისწინებს

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 პუტინის საერთო სტრატეგია უკრაინასთან მიმართებით უცნობია - ლოიდ ოსტინი

👉  უკრაინაში ომი გლობალური პრობლემაა - ჯო ბაიდენი

👉  29 350-ზე მეტი რუსი სამხედრო, 1 302 ტანკი, 3 194 საბრძოლო ჯავშანტექნიკა - უახლესი ცნობები რუსული არმიის დანაკარგზე

👉  შოტლანდიის ეკლესიამ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინებას მხარი დაუჭირა