უკრაინის თავდაცვის მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინა და პოლონეთი უპილოტო საფრენი სისტემების ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქმნიან. შესაბამის მემორანდუმს კიევში ხელი მოაწერა პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინსკა-კამიშმა.
სამუშაო ჯგუფის ერთობლივი სასწავლო პროგრამები იქნება: უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში ოპერატიული ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის ხელშეწყობა, დრონების გამოყენებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შემუშავება და ტესტირება, ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრირება, უკრაინისა და პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთქმედების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველყოფა.
მხარეებმა ასევე ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.
მინისტრებმა ასევე ხელი მოაწერეს ნატოს თავდაცვის მინისტრებისადმი მიმართვის წერილს, რომელშიც მოკავშირეებს მოუწოდებენ, გაგზავნონ ექსპერტები ერთობლივი ანალიზის, წვრთნებისა და განათლების ცენტრში და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მის პროექტებში.