
„უკრაინა უსაფრთხოების რეფორმას შეიმუშავებს, რომელიც შეეხება როგორც შეიარაღებულ ძალებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მსჯელობის პროცესში, განიხილება ისრაელის მსგავსი მოდელის შემოღებაც, რომელიც ყველა ზრდასრული ადამიანის ჯარში გაწვევას ითვალისწინებს.
„ეს არის ერთ-ერთი მოდელი, რომელიც განიხილება უსაფრთხოების რეფორმაში, რომელსაც ვამზადებთ შეიარაღებული ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ მოდელს საზოგადოებასთან ერთად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 რუსული ჯარები 5 კილომეტრით დაწინაურდნენ ლისიჩანსკისკენ - ბრიტანული დაზვერვა