მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინა ნატოს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შეუერთდება“ - სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ომის შემდეგ შეუერთდება.  

მისივე თქმით, რუსეთს სხვა სახელმწიფოებისთვის ნატოში შესვლაზე ვეტოს დადების უფლება არ აქვს. 

„ნატოს კარი ღიაა. უკრაინა ნატოს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შეუერთდება. 

პრეზიდენტ პუტინს არ შეუძლია ვეტო დაადოს სუვერენულ ქვეყნებს სუვერენული გადაწყვეტილებების მიღებაზე, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთისთვის. ვფიქრობ, მას ეშინია დემოკრატიისა და თავისუფლების და ეს მისთვის მთავარი გამოწვევაა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დასაწყებად კიევის პოლიტიკური ნებაა საჭირო - პესკოვი

👉 განსხვავებული მიდგომების გამო რუსეთი და აშშ უკრაინის საკითხზე დიალოგს არ აწარმოებენ - სერგეი რიაბკოვი

👉 რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება და ირანს რაკეტებს სთხოვს - სტოლტენბერგი