მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინა ცდილობს, რუსეთი დონბასის კონფლიქტში ჩაითრიოს“ - სერგეი ლავროვი

ლავროვი ერევანში და ბაქოში ჩავა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინული მხარე პროვოკაციაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, უკრაინა ცდილობს, რომ რუსეთი დონბასის კონფლიქტში ჩაითრიოს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„ჩვენ ვაკვირდებით პროვოკაციების განხორციელების მცდელობებს, მათ სურთ, რომ რუსეთი რაიმე სახის საბრძოლო მოქმედებაში ჩართონ“, - განუცხადა სერგეი ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები სამთავრობო ჯარებს დონბასის რეგიონში აქტიურად ებრძვიან.

შეიარაღებულ კონფლიქტს სულ მცირე 14 000 ადამიანი ემსხვერპლა.