მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინამ მაქსიმ გალკინი შავ სიაში შეიყვანა

გალკინი შავ სიაში შეიყვანეს

უკრაინამ რუსი იუმორისტი და ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი იმ პირთა სიაში შეიყვანა, ვინც ნაციონალურ ინტერესებს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

შავ სიაში გალკინის შეყვანა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შუამდგომლობით მოხდა. საერთო ჯაში ამ სიაში 259 სახელია შეყვანილი.

უკრაინის უშიშროების შავ სიაში რუსეთში ისეთი ცნობილი პოპ-ვარსკვლავები შედიან, როგორებიც არიან ფილიპ კირკოროვი, ზემფირა, ნადეჟდა ბაბკინა, რეპერი მორგენშტერნი, ოლეგ გაზმანოვი და სხვები.

ამ სიაში მოხვედრის ერთ-ერთი მიზეზია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში კონცერტის გამართვა.

სიაში რუსი მსახიობებიც არიან მოხვედრილები, რომელთა მონაწილეობით უკრაინაში ფილმების ჩვენება აკრძალულია.