მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინამ ნატოს ტერიტორიაზე იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

იარაღი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ქვეყანა ნატოს ტერიტორიაზე იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

მისივე თქმით, საერთო ინტერესების გათვალისწინებით, უკრაინის საზენიტო სისტემა ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემასთან უნდა იყოს ინტეგრირებული. 

„ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის ენერგეტიკული შესაძლებლობების აღდგენა, არამედ ამ რესურსების საიმედო დაცვა რუსეთის შემდგომი თავდასხმებისგან. ამის მიღწევა შესაძლებელია ჩვენი ქვეყნის საზენიტო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებით.

ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ნატოს ტერიტორიაზე უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებაზე, ასევე უკრაინის თავდაცვის საწარმოების ბაზაზე იარაღის ერთობლივ წარმოებასა და შეკეთებაზე. ამ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არ აქვს. 

უკრაინის საზენიტო სისტემა ინტეგრირებული უნდა იყოს ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემასთან, რაც უკრაინისა და ალიანსის საერთო ინტერესებს დააკმაყოფილებს“, - განაცხადა კულებამ. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „უკრაინა ნატოს საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ შეუერთდება“ - სტოლტენბერგი

👉 რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების დასაწყებად კიევის პოლიტიკური ნებაა საჭირო - პესკოვი

👉 განსხვავებული მიდგომების გამო რუსეთი და აშშ უკრაინის საკითხზე დიალოგს არ აწარმოებენ - სერგეი რიაბკოვი

👉 რუსეთს საბრძოლო მასალა ეწურება და ირანს რაკეტებს სთხოვს - სტოლტენბერგი