მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინას შეუძლია დაამარცხოს რუსეთი ერთ წელიწადში“ - აშშ-ის არმიის ყოფილი გენერალი

აშშ-ის არმიის გენერალი მარკ არნოლდი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სულ მალე ხუთი თვე შესრულდება. ჯერჯერობით ბრძოლას დასასრული არ უჩანს. კრემლი უკრაინის დონბასის ოკუპაციის გაგრძელებას და უკვე ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილის ანექსიას აპირებს.

უკრაინა აგროვებს ძალებს, იარაღს და ემზადება ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის და მისი მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად, დასავლეთი კი მას შეძლებისდაგვარად  დახმარებას ჰპირდება. 

მაგრამ აშშ-ის არმიის გადამდგარი ბრიგადის გენერალი მარკ არნოლდი მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ ნაადრევია საუბარი გამანადგურებელი ომის ეტაპზე გადასვლაზე. ამასთან, მისი აზრით, უკრაინამ და დასავლეთმა ერთი წლის განმავლობაში რუსეთის სამხედრო გზით დამარცხება უნდა დაისახოს.

„ეს საკმაოდ რეალისტურია - ოღონდ იმ პირობით, რომ ნატო ან უფრო მცირე კოალიცია შეერთებული შტატების მეთაურობით უშუალოდ ჩაერთვება ომში. ეს აუცილებელია იმის დასანახად, რომ რუსეთს და ნებისმიერ სხვა ბირთვულ სახელმწიფოს, არ შეუძლიათ განახორციელონ ჩვეულებრივი აგრესია თავიანთი მეზობლების წინააღმდეგ“, - აცხადებს აშშ-ის არმიის გადამდგარი ბრიგადის გენერალი.

მისი თქმით, უკრაინას სამხედრო გზით ტერიტორიებზე კონტროლის დაბრუნება შეუძლია. 

„უკრაინელ ხალხს, უკრაინელ ჯარისკაცებს აქვთ ამის მოტივაცია. დასავლეთს აქვს შესაძლებლობა მიაწოდოს უკრაინას იარაღი, რათა დაამარცხოს რუსეთი ერთი წლის განმავლობაში.

მაგრამ მჯერა, რომ უკრაინას სჭირდება დასავლეთის საჰაერო ძალები, რათა დაამარცხოს რუსეთი უახლოეს თვეებში“, - დასძენს ყოფილი გენერალი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 რუსეთის ელჩი უკრაინას გაჭიანურებული ომით დაემუქრა

🔴 „ომი წლების ან თვეების განმავლობაში გაგრძელდება“ - საომარი მოქმედებების დასრულების სამი სცენარი

🔴 რუსული ჯარები ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებიან - ISW

🔴 „უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის იწყება“ - ზურაბ ბატიაშვილი

🔴 უკრაინაში რუსული არმიის სამი პოლკოვნიკი მოკლეს