მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ ამერიკელ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ქვეყანაში მყოფ ამერიკელ მოქალაქეებს ქვეყანა დატოვონ

უკრაინაში აშშ-ის საელჩომ მოუწოდა ქვეყანაში მყოფ ამერიკელ მოქალაქეებს დატოვონ ქალაქი და გაემგზავრონ ახლავე, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

„ქვეყანაში უსაფრთხოების ვითარება არაპროგნოზირებადია რუსული სამხედრო მოქმედებების გაზრდილი საფრთხის გამო“, - აცხადებს საელჩო.

იმავდროულად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საზღვრის მახლობლად ჯარების რაოდენობა არასაკმარისია სრულმასშტაბიანი შეტევისთვის.

დმიტრო კულებამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული შენაერთების რაოდენობა, რომლებიც განლაგებულია საზღვრის გასწვრივ მდებარე რაიონებში, „უქმნის საფრთხეს უკრაინას“ და დასძინა, რომ მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია დროთა განმავლობაში საკმარის დონეზე განავითაროს თავისი განლაგება.

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. იხილეთ აგრეთვე:

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა“ - დასავლელი ექსპერტები

🔴 „რუსეთი უკრაინაში შეჭრას თებერვლის შუა რიცხვებამდე აპირებს“ - ვენდი შერმანი