
უკრაინის უმაღლესი რადას გადაწყვეტილებით, პირის რომელიც კარანტინს დაარღვევს, სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
აღნიშნულის შესახებ უკრაინული გამოცემა Unian-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილებას უმაღლესი რადას 344-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა.
საკარანტინო ღონისძიების დარღვევის შემთხვევაში მინიმალური შემოსავლის მქონე უკრაინის მოქალაქე 17 ათას გრივნას გადაიხდის, ხოლო მაღალი შემოსავლის მქონე უფრო მეტს. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მოქალაქეს დააკავებენ.
ცნობისთვის, კორონავირუსის გამო კიევში რესტორნების, კაფეების, ბარებისა და სავაჭრო ცენტრების დროებით დახურვის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ქვეყნებში ვირუსის გავრცელების სწრაფ დინამიკას საგანგაშო და შემაშფოთებელი უწოდა. ახალი კორონავირუსი ჩინეთში გასული წლის დეკემებერში უხანის პროვინციაში დაფიქსირდა. "ჩაუტარეთ ყველას ტესტი", - ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გზავნილი მსოფლიოს ქვეყნების მიმართ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეამოწმონ COVID 19-ის ტესტზე.