
16 მარტის მონაცემებით, უკრაინაში ახალი კორონავირუსის ინფექციით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დილის მონაცემებით, COVID -19-ის კიდევ ახალი 5 შემთხვევა ფიქსირდება", - აცხადებენ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში.
ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ჩერნოვიცკის და ჟიტომირის რეგიონებში.