უკრაინაში, მეგის ქარდავას საქმის მოსამართლე ვიტალი პისანცი კიევის ოლქის სოფელ პოგრებში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.
ინფორმაცია მედიას კიევის ოლქის პოლიციის პრესმდივანმა ირინა პრიანიშნიკოვამ დაუდასტურა და განაცხადა, რომ გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
მედიის თანახმად, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ვიტალი პისანცი სახლში სტუმრებს მასპინძლობდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში დააკავეს.
მეგის ქარდავას ექსტრადიციის საკითხი სწორედ მოსამართლე ვიტალი პისანციმ გადაწყვიტა.