მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში მინისტრის წინააღმდეგ ტერაქტი მზადდებოდა

უკრაინაში მინისტრის მკვლელობა მზადდებოდა

უკრაინაში აგრარული პოლიტიკის მინისტრის რომან ლეშენკოს წინააღმდეგ ტერაქტი მზადდებოდა, რომელიც შს სამინისტრომ აღკვეთა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც უკრაინის შს მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა, ლეშენკოს მკვლელობის დამკვეთები აშშ-ის და უკრაინის მოქალაქეები არიან, რაც ძველი ვალების გამო მოხდა.

ამ უწყების ხელმძღვანელის თქმით, პოლიციისთვის რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მოქალაქე კილერს ეძებს შეკვეთილი მკვლელობისთვის.  ამის შემდეგ მკვლელობის ორგანიზატორებზე თვალთვალი დაიწყო. შემდეგ კი ისინი ყალბ კილერს დააკავშირეს.

მინისტრის მკვლელობისთვის დამკვეთებმა „კილერს“ 20 ათასი აშშ დოლარი გადაუხადეს. მკვლელობის დამკვეთები დაკავებულები არიან და მათ ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებათ.

32 წლის რომან ლეშენკო უკრაინის აგრარული პოლიტიკის მინისტრი 2020 წელს გახდა. მანამდე კი ის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის რწმუნებული იყო მიწის საკითხებთან დაკავშირებით.