მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ეს უწყება საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ განაცხადს არ გაუგზავნის. ამის შესახებ ukranews.com იუწყება.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, სააკაშვილის ექტრადირების შესახებ განაცხადი არც კი მომზადებულა.

„უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, გენერალური პროკურატურა ექსტრადირების შესახებ წინასასამართლო განხილვის დროს მიმართავს.

შესაბამის შუამდგომლობას ამზადებს გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო, რომლებიც წინასასამართლო საქმეებზე ზედამხედველობას აწარმოებენ. ამ დროისთვის მსგავსი ტიპის განაცხადი უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის საერთაშორისო დეპარტამენტში არ შესულა“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში.

შესაბამისად უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით საქართველოს გენერალური პროკურატურისთვისაც არ მიუმართავს.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

9 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

10 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

იხილეთ აგრეთვე:

„მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)

ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომლებიც დააპატიმრეს

673 260 ლ - კოსმეტიკური მომსახურება; 191 643 ლ - ესპანელი მზარეულის დაქირავება - ამირან სალუქვაძე ე.წ. პიჯაკების საქმეში შემავალ ხარჯებს აქვეყნებ

„ჩემი დღევანდელი სათქმელი პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავებას უკავშირდება“ - იუშენკო ვიდეომიმართვას ავრცელებს (ვიდეო)