მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინის ხელისუფლებამ დონბასში 125 000 სამხედრო გაგზავნა“ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი

რუსი დიპლომატი მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ დონბასში 125 000 სამხედრო გაგზავნა.

მისი თქმით, კიევმა დონბასის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობაზე უარი თქვა. 

„უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასთან აძლიერებენ სამხედრო ძალას, აერთიანებენ მძიმე ტექნიკას, პერსონალს. ზოგიერთი ცნობით, კონფლიქტის ზონაში ჯარების რაოდენობამ უკვე 125 ათას ადამიანს მიაღწია და ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთლიანი შემადგენლობის ნახევარია“, - განაცხადა მარია ზახაროვამ. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა. პარალელურად დონბასის რეგიონში მყოფი სეპარატისტები უკრაინის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეტევებს ახორციელებენ. 

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

ამავე თემაზე:

🔴 დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსული აგრესიის დიდი ალბათობის შესახებ აფრთხილებენ

🔴 „ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 უკრაინა რუსეთს დონბასის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილში ადანაშაულებს

🔴 ამერიკული დაზვერვა ბრიუსელს და კიევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესახებ აფრთხილებს