მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის ხელისუფლებას კიევში სააკაშვილი არ სჭირდება - გორდონი

გორდონი სააკაშვილზე

უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი ისევ არ სჭირდება. ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა „უკრაინა-24“-ის ეთერში განაცხადა. 

„მე უკრაინის ხელისუფლებისგან მეტ რეაქციას ველოდები. დღევანდელი პასიური რეაქცია უფრო მოვალეობის მოხდას ჰგავს. უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი კიევში არ სჭირდება. ეს მეც მესმის და ყველას ესმის. ის მუდმივი დაძაბულობის ფაქტორია უკრაინის ხელისუფლებისთვის. როდესაც ადამიანი ტოქშოუში გამოდის და ჰყვება, რომ უკრაინის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 37 მლრდ დოლარს იპარავენ და აჩვენებს, სად და როგორ ხდება ეს, გასაგებია, რომ უკრაინის ხელისუფლება მის მიმართ თბილ გრძნობებს არ  განიცდის. მაგრამ უკრაინის ხელისუფლებას უნდა ესმოდეთ, რომ სააკაშვილის გადარჩენით, თუ მერე მათ რამე მოუვათ, მათაც გადაარჩენენ და თუ არ გადაარჩენენ სააკაშვილს, მაშინ მერე მათაც არავინ დაეხმარება“, - ამბობს გორდონი. 

„საერთაშორისო თანამეგობრობის ასეთი პასიური რეაქცია იმ ადამიანის დაკავებაზე, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი იყო და რომელმაც ქვეყანა ნანგრევებიდან ააშენა, კარგად არ მეტყველებს საერთაშორისო თანამეგობრობაზე. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აჩვენოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თუ ის სააკაშვილს ციხეში დატოვებს და მით უმეტეს მას აბუჩად აიგდებს, ბევრად უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე თუ სააკაშვილს უკრაინას გადასცემს“, - ამბობს დიმიტრი გორდონი.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე

 „ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში ვერავინ მოხვდება“ - ევგენი გრუშოვეცი მიხეილ სააკაშვილზე