მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემთხვევაში გერმანია “ჩრდილოეთ ნაკადს-2“ დახურავს

ახალი სანქციები ჩრდილოეთ ნაკადის წინააღმდეგ

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში გერმანია გაზსადენს, “ჩრდილოეთ ნაკადს-2“ დახურავს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

შესაბამის შეთანხმებას აშშ-ის და გერმანიის მთავრობებმა მიაღწიეს.

აშშ-მა ასევე აცნობა მოკავშირეებს, რომ აგრესიის შემთხვევაში გაზსადენის მიმართ სანქციებს ყველა ვარიანტში დააწესებს. ამ შემთხვევაში კი არავის ექნება სურვილი, რომ ამ მილსადენით ისარგებლოს, რათა სანქციები მასზეც არ გავრცელდეს. თუ პუტინს სურს, რომ გაზი ამ მილსადენით წავიდეს, ის არ გარისკავს და უკრაინაში არ შეიჭრება“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.

7 დეკემბერს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეოფორმატში მოლაპარაკება გაიმართა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენი  პუტინს უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში სერიოზული სანქციებით დაემუქრა. მან აშშ-ის და მოკავშირეების შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის კონცენტრაციის გამო.