
„უკრაინისთვის მომდევნო კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მომავალი კვირები და თვეები გადამწყვეტი იქნება უკრაინისთვის, განსაკუთრებით დონბასში. იარაღი არის ის, რაც უკრაინელებს მომავალში დასჭირდებათ. უკრაინის პარტნიორები ერთად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ სამხედრო დახმარება რაც შეიძლება მალე“, - აცხადებს ჯონ კირბი.
მისივე განცხადებით, აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
აგრეთვე წაიკითხეთ:
✔️ პოლონეთმა გერმანიას ოფიციალურად სთხოვა „ლეოპარდის“ ტანკების უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა
✔️ უკრაინელებმა რუსული სუ-25 გაანადგურეს
✔️ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას, შესაძლოა, „აბრამსის“ ტიპის ტანკები გადასცეს - WSJ
✔️ გერმანიამ უკრაინაში „ლეოპარდების“გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო - Spiegel