მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინისთვის შორ რადიუსზე მოქმედი სარაკეტო სისტემების შესაძლო გადაცემა აშშ-სა და რუსეთს შორის შეტაკების რისკს ზრდის - სამხედრო ექსპერტი

მოსკოვი, რუსეთი

„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრიდან სამი თვის შემდეგ მოსკოვმა თქვა, რომ უკიდურესად ნეგატიურად აფასებს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის განკუთვნილ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელიც მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს მოიცავს“, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა ალექსანდრე პერენჯიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსკოვი ნეგატიურად უყურებს შტატების მიერ უკრაინისთვის განკუთვნილ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს.

„თუ ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტს უკრაინას მიაწოდოს იარაღი, რომელსაც იერიშის მიტანა შეუძლია რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთი იძულებული იქნება შეერთებული შტატებს თავის ტერიტორიაზე დარტყმა მიაყენოს. მოსკოვი ძალიან ნეგატიურად უყურებს შტატების მიერ უკრაინისთვის განკუთვნილ სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს“, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი.

რაც შეეხება აშშ-ის პოზიციას, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს არ გაუგზავნის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉  აშშ უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს არ გაუგზავნის - თეთრი სახლი

👉 უკრაინა ითხოვს შორი დისტანციის იარაღს თავის დასაცავად და არა რუსეთზე თავდასხმისთვის - ზელენსკი

👉  სიტუაცია ძალიან რთულია, ყოველდღიურად 60-100 უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება ბრძოლაში - ვოლოდიმირ ზელენსკი