მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინული პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ფონზე, მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის ფასი ეცემა - BBC

უკრაინული პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ფონზე, მსოფლიო ბაზრებზე მარცვლეულის ფასი ეცემა

სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას მარცვლეულის ფასების შესამჩნევი ვარდნა მოჰყვა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსების ფასი, რაც არის გლობალური ბაზრის მთავარი საორიენტაციო ნიშანი, 3%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო საფქვავი ხორბლის – 4%-ზე მეტით დაეცა.

დიდ ბრიტანეთში საკვები ხორბლის ფასი  - თითქმის 3%-ით შემცირდა.

შეგახსენებთ, 22 ივლისს სტამბოლში გაეროს და თურქეთის შუამავლობით უკრაინამ და რუსეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი. უკრაინულმა და რუსულმა მხარეებმა გაეროსა და თურქეთთან ერთად დოკუმენტებს ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მარცვლეულის კომბაინები გააგზავნა

👉 რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი

👉 რუსებს ოკუპირებულ კუპიანსკში ჯარისკაცების ცხედრებისთვის მაცივრები არ ყოფნით

👉 „დონეცკსა და ლუგანსკს როცა საჭირო იქნება, ვაღიარებთ, დღეს ეს მნიშვნელოვანი არაა“ - ლუკაშენკო

👉 „უკრაინას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ სამხედრო გზით შეუძლია“ - პოდოლიაკი