უცხოეთი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვს დამატებითი გაზი სთხოვა

ომის მოსაგებად უკრაინას ევროპის მხრიდან ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა სჭირდება
1658424308
დაკოპირებულია

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო მოსკოვს ოფიციალური ვიზით ეწვია. 

თავის რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან საუბრისას სიარტომ უნგრეთისთვის დამატებითი გაზის საკითხი განიხილა. .

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი გაჩნდა და ბუდაპეშტმა ზამთრამდე გაზის მარაგების შევსება უნდა უზრუნველყოს.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ უნგრეთის ხელისუფლებას სურს, რომ დამატებით 700 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს. 

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აღნიშნულ მოთხოვნა აუცილებლად განიხილავს. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌„ნატოს რუსეთთან მიახლოება მსოფლიო ომის რეალურ საფრთხეს ქმნის“ - მედვედევი

📌 რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი

📌 „უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კარი დახურული არ არის“ - პესკოვი

📌 „ბევრი ჭორი დადის პუტინის ჯანმრთელობის შესახებ, მაგრამ ის სრულად ჯანმრთელია“ - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი