მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უნგრეთში არასრულწლოვნებში ლგბტ პროპაგანდა ოფიციალურად აიკრძალა

ლგბტ კანონი უნგრეთში

უნგრეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვით, არასრულწლოვნებში ლგბტ პროპაგანდა აიკრძალა. ამის შესახებ apnews.com იუწყება.

კანონპროექტის ავტორი მმართველი პარტია იყო. კანონპროექტს 157-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და მხოლოდ ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა. რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. პარლამენტის ამ გადაწყვეტილების გამო ლგბტ აქტივისტებმა ბუდაპეშტში საპროტესტო აქციები გამართეს. მათ ქალაქის მერმა გერგეი კარაჩონამ დაიჭირა მხარი.

კანონი გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა Amnesty International-ნა და Budapest Pride-მა. მათი განცხადებით, ამით ბავშვების გამოხატვის თავისუფლება და მათი უფლებები სერიოზულად იზღუდება. მათივე განცხადებით, კანონპროექტი ჰომოფობიას და ცრურწმენას უწყობს ხელს, რაც დემოკრატიული საზოგადოების ფასეულობებს არ შეესაბამება.

უნგრეთში მსგავსი კანონები მანამდეც მიღებულა. 2020 წლის დეკემბერში უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვით დადგენილი იყო ოჯახის ტრადიციული ცნება, ხოლო გენდერის ცნება კონსტიტუციით განისაზღვრა. ამით ერთსქესიან წყვილებს ბავშვის აყვანა ფაქტობრივად აეკრძალათ.