მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინების „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგების საჭიროების მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს - ჯანმოს აღმასრულებელი დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორი მაიკ რაიანი

„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების „ომიკრონ“ ვარიანტზე მორგების საჭიროების მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა განაცხადა.

მაიკ რაიანის თქმით, საჭიროების შემთხვევაში ახალ ვაქცინებზე მუშაობა დაიწყება. 

„ამჟამად, ჩვენ გვაქვს მაღალი ეფექტურობის მქონე ვაქცინები, რომელიც მუშაობს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ მათ უფრო სამართლიანად განაწილებაზე. ყურადღება უნდა გავამახვილოთ რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების ვაქცინაციაზე“, - აღნიშნა მაიკ რაიანმა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა აღნიშნა, ჯერ კიდევ სწავლობენ ახალი ვარიანტის გადაცემას და სიმძიმეს.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

 აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

 „ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან“ - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

⚫ „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC