უცხოეთი

ვაქცინის 100 მილიონ დოზას ვადა ეწურება - რატომ არ უნაწილებენ დიდი ქვეყნები ვაქცინებს ღარიბ ქვეყნებს?

კოვიდ ვაქცინები
1632130255
დაკოპირებულია

გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ კოვიდ ვაქცინის 100 მილიონზე მეტ დოზას ვადა ამოეწურება თუ გლობალური ლიდერები სასწრაფოდ არ გაუნაწილებენ ჭარბ მარაგს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

კვლევის ჯგუფის Airfinity–ის ახალი ანგარიშის მიხედვით, ვაქცინების მარაგის „განსაცვიფრებელი“ რაოდენობა „ახლავე უნდა იქნეს გამოყენებული“, წინააღმდეგ შემთხვევაში დეკემბრისთვის არავისთვის აღარ იქნება გამოსადეგი.

ყოფილმა პრემიერ - მინისტრმა განაცხადა, რომ ბორის ჯონსონის, ჯო ბაიდენისა და ევროკავშირის ლიდერების შეთანხმება ვაქცინის მესამე დოზის განაწილების გეგმაზე წარუმატებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო დგას „ვაქცინის ნარჩენების კატასტროფის“ წინაშე.

ბრაუნმა გლობალური ვაქცინის სამიტის დაწყებამდე Airfinity–ს კვლევები წამყვან პოლიტიკოსებს, მათ შორის აშშ–ის პრეზიდენტს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრს და ბრიუსელში არსებულ მაღალჩინოსნებს გაუგზავნა.

გორდონ ბრაუნმა თქვა, რომ გადამწყვეტი საკითხი იყო თუ როგორ და სად განაწილდებოდა ვაქცინები, მაღალჩინოსნები გააფრთხილა, რომ არ არსებობს შეთანხმება იმაზე, თუ ვინ მიაწვდის დეკემბრამდე ვაქცინებს ღარიბ ქვეყნებს.

მისი თქმით, თუკი გეგმას სასწრაფოდ არ შეადგენენ, უაზროდ დაიკარგება ვაქცინათა დიდი რაოდენობა.

„ჩვენ გვჭირდება ვაქცინის განაწილების გეგმა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი გამოყენება და ვაქცინის ნარჩენების კატასტროფა თავიდან ავიცილოთ.

წარმოუდგენელია და არაგონივრულია, რომ მდიდარი ქვეყნების მარაგიდან ვაქცინის 100 მილიონი დოზა უნდა გადაიყაროს, ხოლო მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების მოსახლეობას კი ვაქცინები ესაჭიროებათ. ეს იქნება ღრმა და კოლექტიური პოლიტიკური ტრაგედია, თუ ეს სამიტი ხელიდან გაუშვებს მოქმედების შესაძლებლობას და დოზები დაუყოვნებლივ არ გადაეცემა ღარიბ ქვეყნებს“, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.

კამპანია Global Justice Now-ის წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მილიონობით დოზის გაფლანგვა იქნება „სისასტიკე“, როდესაც მათი გამოყენება შეიძლება ღარიბ ქვეყნებში.

მისმა დირექტორმა ნიკ დერდენმა აღნიშნა:

„დიდი ბრიტანეთის მსგავსი მდიდარი ქვეყნები აგროვებენ ვაქცინებს, რომლებიც უკიდურესად საჭიროა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ვაქცინები შეიძლება იყოს პატენტის გარეშე იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ“.

გასულ თვეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა, მოუწოდა ქვეყნებს გლობალური პაუზის შესახებ, რომ კოვიდ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება წლის ბოლომდე მაინც შეაჩერონ, რათა ყველა ქვეყანამ შეძლოს თავისი მოსახლეობის სრულად ვაქცინაცია.

სამიტის დაწყებამდე ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა:

„ანგარიში არის სახელმძღვანელო მსოფლიო ლიდერებისთვის უფრო ამბიციური სამოქმედო გეგმის დასადგენად. ეს გვიჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი ვაქცინები თაროებზე შემოდებული ან წარმოების პროცესში, თუნდაც მომავალი წლის მაისისათვის გლობალური მოსახლეობის 70% -ის ვაქცინაცია რომ მოხდეს.

მისი თქმით, გლობალურ პოლიტიკურმა ლიდერებმა და მწარმოებლებმა უნდა ითანამშრომლონ, რათა შექმნან შესაძლებლობა მთელ მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესს შეუწყონ ხელი.

იხილეთ აგრეთვე:

📣ევროკავშირმა მომავალი პანდემიისთვის მოსამზადებლად ჯანდაცვის კრიზისული ორგანო შექმნა

📣კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა საჭირო არ არის - The Lancet

📣„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზამ შეიძლება უზრუნველყოს სრული დაცვა“ - ენტონი ფაუჩი

📣აქვს თუ არა აზრი კოვიდგადატანილი ადამიანების აცრას? - Washingtonpost

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება

„ომიკრონი“ შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა. 
1638696096
6 დეკემბერს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, 17 შინდისელი გმირის ქუჩა N8-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. 
1638688649
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 714 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 732 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.04%.   
1638688354
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა.
1638688151
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი, ხოლო 4 732 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
1638687000
ხანძარი თბილისში

თბილისში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
კახა კალაძე: საახალწლო ბიუჯეტი, რასაკვირველია, დამოკიდებულია ღონისძიებ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ბიუჯეტი დედაქალაქში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიების მასშტაბით განისაზღვრება.
ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვე...
კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ზურაბ ზვიადაურის და ჯაბა ჯანგირაშვილის გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით. 
„არ მიცხოვრია ისე, რომ ამ ადამიანმა მკვლელი მეძახოს“ - თაკო ჩარკვიანი...
„არ მიცხოვრია ისე, რომ ამ ადამიანმა მკვლელი, მწამებელი მეძახოს,“ - ასე გამოეხმაურა პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე, დეპუტატი თაკო ჩარკვიანი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მხრიდან პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას.