მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვინც ვმოგზაურობთ, უნდა გვჯეროდეს, რომ ხიდები უსაფრთხოა“ - ნორვეგიაში ხიდი ჩაინგრა

ხიდის ჩანგრევა ნორვეგიაში

ნორვეგიის სამხრეთ ნაწილში ხიდი ჩაინგრა, ორი სატვირთო მანქანა კი შემაღლებულ მონაკვეთზე გაიჭედა. აღნიშნულის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება. 

მედიასაშუალების ცნობით, მძღოლები თავს კარგად გრძნობენ. 

„მსუბუქი ავტომობილი მდინარეში ჩავარდა, ხოლო სატვირთო მანქანა ხიდზე დარჩა თითქმის ვერტიკალურ მდგომარეობაში, ჩამონგრეულ მონაკვეთზე, რომელიც აწეული იყო,“ - წერს მედიასაშუალება. 

პოლიციამ განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩაერთო. ავტომობილის მძღოლმა მანქანიდან თავისუფლად გადმოსვლა მოახერხა.

„ის რაც მოხდა სრულიად კატასტროფაა, ხიდი განადგურებულია. ჩვენ, ვინც გზებზე ვმოგზაურობთ, უნდა გვჯეროდეს, რომ ხიდები უსაფრთხოა“, - ნორვეგიის საავტომობილო ფედერაციის წარმომადგენელმა. 

მიმდინარეობს გამოძიება. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ახალი ზელანდია ბრიტანეთში უკრაინელების მოსამზადებლად 120 სამხედროს გზავნის

✔️ სროლის და შემდგომი აფეთქების შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა - შემთხვევა ეკვადორში

✔️ პუტინმა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ განაცხადა

✔️ უკრაინულმა ძალებმა დონბასში ოკუპანტების შეტევა ოთხი მიმართულებით მოიგერიეს

✔️ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში „ვაგნერის“ შტაბი დაბომბეს