მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიპოვეთ ძალა და ვპატიობთ“ - ალაბამაში შვილები დედის მკვლელის სიკვდილით დასჯას ეწინააღმდეგებიან

შემთხვევა ალაბამაში

ამერიკელი დები, ტერლინ ჰოლი და მისი და ალაბამას სასამართლოს გეგმას ეწინააღმდეგებიან და მოითხოვენ, რომ მათი დედის მკვლელი სიკვდილით არ დაისაჯოს. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება. 

ტერილინ ჰოლი სულ რაღაც 6 წლის იყო, როდესაც დედამისს ყოფილმა მეგობარმა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 

თუ მოსამართლე ან გუბერნატორი არ ჩაერევა, ჯო ნათან ჯეიმსი სასიკვდილო ინიექცია გაუკეთდება და სიკვდილით დაისჯება სამხრეთ ალაბამას ციხეში. 

„ჩვენ ვლოცულობდით, ბევრი ვიფიქრეთ,  საკუთარ თავში ვიპოვეთ ძალა და მას ვპატიობთ იმას, რაც გააკეთა. ჩვენ ნამდვილად გვინდა ამ ყველაფრის შეჩერება“, - აცხადებენ მოკლული ქალის შვილები. 

პროკურორებმა თქვეს, რომ ქალი შეხვდა ჯეიმსს და ის „შეპყრობილი“ გახდა მისით.  ჯეიმსი 1994 წლის 15 აგვისტოს ქალის საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეიჭრა და სამჯერ ესროლა. ფეით ჰოლი 26 წლის იყო, როცა ჯეიმსმა მოკლა, მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.  ექვსი წლის ტერილინ ჰოლი ცდილობდა გაეგო რა დაემართა დედას. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

➖ მაროკოს სანაპიროზე 8 მიგრანტის ცხედარი იპოვეს

➖ „სირიაში მცირეწლოვან შვილთან ერთად გაემგზავრა“ - გერმანელი ქალი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით გაასამართლეს

➖ ლავროვის სიტყვებმა, „რუსეთი დაეხმარება უკრაინელ ხალხს“ კიდევ ერთხელ აჩვენა ღრმა ზიზღი უკრაინის დემოკრატიული არჩევანის მიმართ - ანალენა ბაერბოკი

➖  სენტ-ლუისში რეკორდული ნალექი მოვიდა

➖  პოლიციამ ქალს მას შემდეგ ესროლა, როცა მან დალასის აეროპორტში ცეცხლი გახსნა

➖ ალკოჰოლური სასმელების მიღების შედეგად 28 ადამიანი გარდაიცვალა და 60 დაავადდა - შემთხვევა ინდოეთში