მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ ჟირინოვსკი კომიდან გამოვიდა

რუსი დეპუტატის ვლადიმერ ჟირინოვსკი

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი კომატოზური მდგომარეობიდან გამოვიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიასაშუალება წერს, რომ ჟირინოვსკის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება.

„დღეს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია პოლიტიკოსის მდგომარეობის დამძიმების შესახებ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ლიბერალ-დემოკრატიული პარტია ჟირინოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. პარტიაში აცხადებენ რომ გავრცელებული ინფორმაცია სპეკულაციაა და ის აგრძელებს პარტიის ხელმძღვანელობას.

ამასთან, ჟირინოვსკის შვილმა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამდე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. „უბრალოდ იცოცხლე“, - წერდა ჟირინოვსკის შვილი. 

შეგახსენებთ, 9 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჟირინოვსკი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჟირინოვსკის დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. 

ამავე თემაზე:

✔️ ჟირინოვსკი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ უკრაინის მიმართ მაქსიმალურად ხისტად იმოქმედოს

✔️ „ბატონი ჟირინოვსკი ჩვენს შორის არ არის, რაც სამწუხაროა“ - დუმის თავმჯდომარე

✔️ ჟირინოვსკი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, რომ დასავლეთის სანქციებს ყურადღება არ მიაქციოს

✔️ ვლადიმერ ჟირინოვსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს - რუსული მედია

✔️ „მთავარია გადარჩე“ - ჟირინოვსკის შვილი მამამისის ჯანმრთელობის შესახებ