მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვულკანმა ეტნამ ატმოსფეროში ფერფლი ამოაფრქვია (ვიდეო)

ვულკანი ეტნა

იტალიის კუნძულ სიცილიაზე მდებარე ვულკანი ეტნა ამოიფრქვა და ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ფერფლი ამოაფრქვია. ამის შესახებ watchers.news იუწყება. 

ფერფლი დაახლოებით 5,5 კილომეტრის სიმაღლეზე ამოიფრქვა. ამის გამო ქალაქ კატანიის აეროპორტი დაიხურა.

ფერფლი ვულკანის კრატერის სამხრეთ მხარეზე გავრცელდა. ვულკანის აფეთქებებს მიწისქვეშა ბიძგებიც მოჰყვება. ასევე ვულკანიდან ლავაც გამოედინება.

ეტნა - მოქმედი ვულკანია, რომელიც კუნძულ სიცილიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. ეს ევროპის ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანი, ეტნას სიმაღლე ამჟამად 3329 მეტრს შეადგენს, ხოლო მისი ასაკი 350 ათასი წელია.