
"უახლოეს მომავალში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებს ველოდებით, გაიზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა", -ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
გებრეიესუსმა ვირუსის გავრცელების დინამიკას შემაშფოთეგბელი უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნებმა ვირუსის დასაძლევად მაქსიმუმი უნდა გააკეთონ.
"საჭიროა კოორდინირებული მოქმედება. ჩვენ უნდა დავიცვათ მოქალაქეები. რამდენიმე ქვეყანამ აჩვენა, რომ შეიძლება ვირუსი ვაკონტროლოთ", - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ვირუსი უკვე 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. რაც შეეხება საქართველოს, კორონავირუსის 24 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 24 დაინფიცირებულს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.