მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Xiaomi აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს და სახაზინო სამსახურს სასამართლოში უჩივის

ქსიაომის ჩივილი

სმარტფონების ჩინური კომპანია Xiaomi Corp აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს და სახაზინო სამსახურს ვაშინგტონის სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

რამდენიმე კვირის წინ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ Xiaomi იმ კომპანიათა სიაში შეიყვანა, რომლებიც ჩინეთის თავდაცვის სამინისტროსთან არიან დაკავშირებულები. მისი და კიდევ 8 კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა.

სანქციების მიხედვით, ამერიკელ ინვესტორებს ამ კომპანიებში საკუთარი წილის გაყიდვა ევალებოდათ. Xiaomi-ს საჩივარში, რომლის ადრესატი აშშ-ს თავდაცვის ახალი მდივანი ლოიდ ოსტინია, აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება არაკანონიერი და არაკონსტიტუციურია. სმარტფონების კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მას ჩინეთის სახალხო-გამანთავისუფლებელი არმია არ აკონტროლებს.

Xiaomi-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვები, რომლებიც 15 მარტიდან უნდა ამოქმედდეს, მის ბიზნესსაქმიანობას მყისიერ და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. კომპანიის აქციონერთა დიდი ნაწილი აშშ-ის მოქალაქეა, ხოლო შეერთებული შტატების ფინანსურ სტრუქტურებთან ურთიერთობის აკრძალვა მაღალკონკურენტულ ბაზარზე მის განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

Xiaomi-ში ასევე აღნიშნავენ, რომ ჩინეთის შეიარაღებულ ძალებთან კომპანიის დაკავშირება მის რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.

იხილეთ აგრეთვე:

😈 NBC: ბაიდენი მსოფლიო პოლიტიკაში აშშ-ის დაბრუნებას აპირებს

😈 ტრამპი "რესპუბლიკელებს" კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობის აღდგენას ჰპირდება