მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Xiaomi-ის საწყობში ათასობით ტელეფონი დაიწვა

ხანძარი Xiaomi-ის საწყობში

ჩინეთში, კომპანია Xiaomi-ის საწყობში აფეთქება და ხანძარი მოხდა, რომლის შედეგად ათასობით სმარტფონი და სხვა გაჯეტი განადგურდა. ამის შესახებ cnews.ru იუწყება.

პორტალ MyDrivers-ის ინფორმაციით, საწყობში მობილური მოწყობილობები ინახებოდა, რომელთა რეალიზაცია ყოველწლიური საზაფხულო ბაზრობა-გაყიდვის დროს უნდა მომხდარიყო. რას ტიპის სმარტფონები განადგურდა ხანძრის შედეგად, უცნობია.

როგორც კომპანია Xiaomi-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვან ხუამ განაცხადა, საწყობი Hunan Nantang Warehousing and Logistics Company-ს ეკუთვნოდა, იქ მართლაც ინახებოდა ათასობით ტელეფონი და სხვა ტიპის ელექტრონული მოწყობილობა. Xiaomi-ის წარმომადგენლის თქმით, პროდუქცია მსგავსი შემთხვევებისგან დაზღვეული იყო.

აფეთქების მიზეზები უცნობია.