უცხოეთი

„ზამთარი გრძელი გამოდგა, ქარი არ იყო და მორჩა“ - ვლადიმერ პუტინი ენერგოპოლიტიკაზე

რუსეთის პრეზიდენტი
1658302295
დაკოპირებულია

„ენერგეტიკის ფასები გაიზარდა დასავლეთის პოლიტიკის გამო“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ირანში ვიზის დროს განაცხადა. 

პუტინის მტკიცებით, დასავლეთში ენერგოკრიზისი გაზპრომის გამოწვეული არაა და ეს მათი ენერგოპოლიტიკის ბრალია. 

„ისინი არატრადიციული ურთიერთობების დიდი სპეციალისტები არიან. აი, ენერგეტიკის სფეროშიც გადაწყვიტეს ფსონი ენერგიის არატრადიციულ ფორმებზე დაედოთ: მზის, ქარის ენერგია. ზამთარი გრძელი აღმოჩნდა. ქარი არ იყო და მორჩა“, - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. 

რუსეთის ლიდერმა დასძინა, რომ დასავლეთი გაზპრომს ადანაშაულებს ენერგეტიკულ კრიზისში, თუმცა თავად დახურა ენერგეტიკული მარშრუტები და სანქციები დააწესა.

„აბა, რა შუაშია გაზპრომი? დაკეტეს ერთი მარშრუტი, მეორე მარშრუტი, სანქციების ქვეშ დააყენეს ბენზინგასამართი სადგურები. თვითონ დახურეს ყველაფერი“, - აღნიშნავს პუტინი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 რუსეთის დამარცხება უდავოდ შეიძლება, იარაღი გვჭირდება - ალექსეი რეზნიკოვი

🔴 ანტონოვსკის ხიდი არის რუსეთის მთავარი დაუცველობა ხერსონის რეგიონში - ბრიტანული დაზვერვა

🔴 „რუსეთი ახლა ათამაშებს სცენარს, რომელსაც შეიძლება დავარქვათ „ანექსიის თამაში“ - ჯონ კირბი

🔴 პუტინი ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს, მას 3 მკაფიო გეგმა აქვს - NYT

🔴 „იქნება მშვიდობა ჩვენი პირობებით“ - დმიტრი მედვედევი