მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბილეთები ფართო საზოგადოებაზე არ გაიყიდება

ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბილეთები ფართო საზოგადოებაზე არ გაიყიდება

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ბილეთები არ გაიყიდება ფართო საზოგადოებაზე, არამედ დარიგდება მიზანმიმართულ ჯგუფებზე, - ამის შესახებ ორგანიზატორებმა განაცხადეს. 

აღნიშნული გადაწყვეტილება, პეკინში „ომიკრონის“ შემთხვევის  დაფიქსირების შემდეგ მიიღეს. „ომიკრონის“ გავრცელება დაემთხვა მთავარი ახალი წლის აღნიშვნის კვირას, როგორც წესი, ყველაზე დიდ მოგზაურობის პერიოდს.

„შეზღუდული რაოდენობის მაყურებელი დაიშვება დარბაზებში. უცხოელ მაყურებლებს ქვეყანაში შესვლის უფლება არ ექნებათ. ადგილობრივმა მაყურებლებმა, რომლებიც შეიძენენ ბილეთებს, უნდა დაიცვან მკაცრი პრევენციის ზომები ოლიმპიურ ღონისძიებებზე დასწრებამდე, მის დროს და მის შემდეგ“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ჩინეთში 24 საათის განმავლობაში „ომიკრონის“ 223 შემთხვევა დადასტურდა.