უცხოეთი

ზელენსკიმ უკრაინის გენპროკურორი და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტი
1658089402
დაკოპირებულია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი და გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა თანამდებობებიდან გაათავისუფლა. შესაბამისი განკარგულებები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინული მედიის ცნობით, უსაფრთხოების უმაღლესი თანამშრომელი „უკრაინის შეიარაღებული ძალების დისციპლინური დებულების 47-ე მუხლის“ შესაბამისად გაათავისუფლეს.

ამასთან, როგორც მედია იუწყება, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად ალექსი სიმონენკო დანიშნა.

უკრაინელი მაღალჩინოსნების თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „ყირიმზე თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინელებს განკითხვის დღე ელოდებათ“ - დმიტრი მედვედევი

🔴 პუტინმა ხარკოვის რეგიონის არაოკუპირებული ნაწილის აღების ბრძანება გასცა - ISW

🔴 ფიქრობ, რომ შემდეგი რაკეტა შენ მოგვხვდება, უმწეო ხარ, დასამალი არსად არის - „აზოვსტალის“ მცველი

🔴 რუსეთმა სახმელეთო შეტევითი შესაძლებლობების 30%-ზე მეტი დაკარგა - ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური

🔴 „უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის იწყება“ - ზურაბ ბატიაშვილი