უცხოეთი

ზელენსკიმ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
1658770342
დაკოპირებულია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობიდან გრიგორი გალაგანი გაათავისუფლა

„გაათავისუფლეთ გრიგორი გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობიდან“, - ნათქვამია ზელენსკის ბრძანებულებაში. 

ახალი განკარგულებით, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობაზე ვიქტორ ხორენკო დანიშნა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად დაინიშნოს ვიქტორ ხორენკო", - ნათქვამია დოკუმენტში.

გრიგორი გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების მეთაურის თანამდებობას 2020 წლის 25 აგვისტოდან იკავებდა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ქალაქმა 07:00 საათზე მუსიკის ფონზე უნდა გაიღვიძოს - ერევნის მერი

👉 ჩინეთი უფრო აგრესიული და საშიში გახდა შეერთებული შტატების მოკავშირეებისთვის - გენერალი მარკ მილი

👉 აღმოსავლეთ აფრიკაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი სურსათის მწვავე დეფიციტს განიცდის - Abcnews

👉 ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე 2 პალესტინელი მოკლეს - პალესტინური მხარე

👉 ჩვენ გვჯერა ორი სქესის, არსებობენ კაცები და ქალები - დონალდ ტრამპი