მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჟენევაში ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართება

ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი

მიმდინარე წლის 21 იანვარს ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ria.ru ავრცელებს. 

„ენტონი ბლინკენი დღეს დილით ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს და ამ საუბრის კონტექსტში ორივე შეთანხმდა, რომ მათთვის სასარგებლო იქნებოდა პირისპირ შეხვედრა, მდივნის მოგზაურობის გეგმების გათვალისწინებით კიევსა და ბერლინში, მიღებულია გადაწყვეტილება დაემატოს შეხვედრა ჟენევაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 18-დან 20 იანვრამდე კიევსა და ბერლინს ეწვევა. გარდა ამისა, 19 იანვარს დაგეგმილია ბლინკენის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. 

ამ ეტაპზე ბლინკენი-ლავროვის შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია.