პოლიტიკა

ალექსანდრე მოწერელია: გამოწვევა რჩება და ამისთვის გვჭირდება სტაბილური ქვეყანა

მოწერელია წალენჯიხაში
1602932556
დაკოპირებულია

„ბოლო წლებში წალენჯიხაში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა - მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, გარეგანათება, აშენდა სკოლები, ბაღები, თუმცა გამოწვევა რჩება და ჩვენ ამისთვის გვჭირდება სტაბილური ქვეყანა, რომ ყველა ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხოთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს 4 წელიწადში, სრულად იქნება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და განსაკუთრებული პრიორიტეტი დაეთმობა სკოლებისა და ბაღების მშენებლობას.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდის ინვესტირება მოხდება და ჩვენი საბაზისო ინფრასტრუქტურა იქნება სისტემურად მოწესრიგებული. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები. უახლოეს 4 წელიწადში, სრულად იქნება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და განსაკუთრებული პრიორიტეტი დაეთმობა სკოლებისა და ბაღების მშენებლობას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩვენს ახალგაზრდებს. რეგიონში, ჩვენს მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდული მულტიფუნქციური სახლების არსებობა, სადაც ჩვენს ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება მიიღონ ყველა ის შესაძლებლობა, რომელი შესაძლებლობების გამოც ხშირად მათ უწევთ თავიანთი ადგილის, მშობლიური კუთხის მიტოვება და მიაშურებენ დიდ ქალაქებს.

ამდენად, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომდევნო 4 წლის განმავლობაში ახალგაზრდული სახლების შექმნას და მჯერა, რომ ეს ძალიან დიდ ბიძგს მისცემს ჩვენს რეგიონში ყველა იმ ცოდნისა თუ უნარის ადგილზე მიღებას, რაც ჩვენს ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას დაიმკიდრონ თავიანთი ადგილი დღევანდელ მსოფლიოში.

ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია სოფლის მეურნეობა. დღეს ვიმყოფებით ღვაწლმოსილი მეცნიერის სახლ-მუზეუმში - ეს არის ტარას კვარაცხელიას სახლ-მუზეუმი. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ დიდი მამულისშვილის ღირსეულ საქმეს გავაგრძელებთ, გავაგრძელებთ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას. ბოლო 2 წლის განმავლობაში, 2018-2020 წლებში სამეგრელოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი დარგში, როგორიც არის - მეთხილეობა, მივაღწიეთ დიდ წარმატებას.

ეს წარმატება პირველ რიგში მოიტანა სწორედ ხელისუფლებისა და ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის, ჩვენი მეთხილეების ჩართულობამ. ჩვენ ერთად დავდიოდით კარდაკარ, ერთად შევძელით გაგვეერთიანებინა ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ გადავეცით სახელმწიფოს მეშვეობით ცოდნა, ტექნიკური საშუალებები და მივიღეთ გარანტირებული მოსავალი და წელს ჩვენ გვაქვს უხვი მოსავალი და ჩვენი მოსახლეობა დღეს კმაყოფილია იმ შედეგებით, რასაც ჩვენ მივაღწიეთ.

თხილი არის დარგი, რომლითაც ჩვენი რეგიონი გავიდა ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე და თხილი იქნება გზამკვლევი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გაიყვანს სოფლის მეურნეობის ისეთი მნიშვნელოვან დარგებს, როგორიც არის წალენჯიხისთვის მეჩაიეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა და სხვა. ამ დარგებსაც აუცილებლად მომავალში ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა და ბოლოს ტურიზმი, უმნიშვნელოვანესი ჩვენი ულამაზესი რეგიონისთვის, ჩვენი წალენჯიხისთვის.

გვახსოვს, ერთი წლის წინ ულამაზეს ინწრას ხეობაში, როდესაც ჩვენ ერთად მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივებთან, მუნიციპალიტეტთან ერთად საკუთარი ძალებით შევძელით მოვაწესრიგეთ უსაფრთხოების ჯებირები, მისასვლელი ბილიკები და შედეგმაც არ დააყოვნა. სწორედ ამისათვის ჩვენ გვჭირდება ღირსეული ინფრასტრუქტურის მოწყობა, იმისათვის რომ კიდევ უფრო დაიტვირთოს ჩვენი რეგიონი, ჩვენი მუნიციპალიტეტი ტურიზმით.

ჩვენ, ამავე წელს გავხდით პერიფერიული საზღვაო რეგიონების წევრი, რაც არის პლატფორმა იმისათვის, რომ ჩვენმა რეგიონმა დაამყაროს კავშირები სხვა წამყვანი სახელმწიფოების რეგიონთან და ჩვენ შევძლოთ მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი და რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი ევროპული ინვესტიცია ჩვენს რეგიონში და ჩვენს მუნიციპალიტეტში.

ერთად დგომით, ერთად შრომით, როგორც ჩვენ ვიშრომეთ ინწრას ხეობის მოსაწესრიგებლად, მივაღწევთ წალენჯიხისა და საქართველოს წარმატებას“, - აღნიშნა მოწერელიამ.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი

იგეგმება თუ არა ვაქცინაციის ორი დოზის შემდეგ ბუსტერამდე პერიოდის შემცი...

იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, ბუსტერ დოზის შემდეგ მიღებული იმუნური პასუხი „ომიკრონის“ წინააღმდეგ საკმარისი უნდა აღმოჩნდეს და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი 6 თვიანი პერიოდის შემცირება იქნება.
1638354686
დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ინიციატივას ეხმაურება.
1638359210
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.  სოფელ ძველ ქვეშში, 550 გრძივ მეტრზე, ბეტონის გზა ეწყობა. სამუშაოები  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 408 000 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
1638359140
„2 დეკემბერს სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მორიგი სხდომა გაიმართება, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას შეეხება. აღნიშნულ საქმეს საზოგადოება „პიჯაკების საქმის“ სახელით იცნობს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივია, სინამდვილეში ბუნებაში პიჯაკების საქმე არ არსებობს, ეს არის განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა, რომელიც კორუფციულ ნიშნებს შეიცავს!“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
1638358753
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ქ.რიგაში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ალიანსის და ლატვიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში, რომელიც ალიანსის 2030 წლის სტრატეგიას მიეძღვნა.
1638357980
თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 5-დან 12 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. კინოფესტივალი  5 დეკემბერს, 21:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში,  ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმით „მეოთხე ბრაიტონი“ გაიხსნება.
ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდ...
ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც სექტემბრიდან დაიწყო, დასრულდა. სამუშაოების შედეგები საზოგადოებას „საყდრისის კომიტეტმა“ რესტავრატორებთან ერთად გააცნო.
„ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხ...
მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველის შოთა თუთბერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის ხვალინდელ პროცესზე  გამოცხადდეს. 
1638351636
„ფინანსური წახალისების სქემამ ვაქცინაციის ტემპზე დადებითად იმოქმედა“ -...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ვაქცინაციის ტემპის შესახებ ისაუბრა.