პოლიტიკა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა
1610563066
დაკოპირებულია

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობებისა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში გერმანიის მხრიდან გაწეული დახმარების შესახებ ისაუბრეს.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, გერმანიასთან საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენ ვისაუბრეთ დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მდგომარეობაზე და ამ ურთიერთობების პერსპექტივაზე, რას შეიძლება მივაღწიოთ უახლოეს დროში და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმებით მონიჭებული შესაძლებლობები იმისათვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ის დიდი მონაპოვარი, რაც არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეხვედრისას გერმანიის ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავისი ხედვები გააცნო თუ როგორ შეიძლება უკეთ იქნეს გამოყენებული ეს შესაძლებლობები. ასევე, საუბარი შეეხო იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისათვის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და განათლება.

მხარეებმა ისაუბრეს 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების პერსპექტივების შესახებ.

„ასოცირების ხელმოწერიდან 10 წელი იქნება გასული და ეს ის დროა, როდესაც ჩვენ ლეგიტიმური უფლება და შესაძლებლობა გვაქვს განვიხილოთ ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ დონეზე აყვანა, რასაც ელჩის თქმით, გერმანია, მიესალმება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აქტივისტები საქალაქო სასამართლოსთან

საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით, 3 პირი 1966 წელს დაბადებული ე.ს. 1963 წელს დაბადებული ლ.ს. და 1972 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 36.8% COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს გვერდით მოვლენების გამო ამბობს.
1638359564
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მეტი საშიშროებაა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უფრო მეტად ახალგაზრდებში გავრცელდეს. 
1638352414
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ხვალ, 2 დეკემბერს, დილის 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან აქცია დააანონსა.
1638352153
1-29 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ყაზახეთის, ირანისა და ქუვეითის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 306 400 აშშ დოლარი, 90445 ევრო და 9027 აზერბაიჯანული მანათი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური აცხადებს. 
1638362210
ექსპერტი დავით ქართველიშვილი Pia.ge

დეპუტატი ხოჯევანიშვილი საკუთარ ძმას ნაცების მეთოდით „აპრავებს“ - დავით...

„დეპუტატი ხოჯევანიშვილი საკუთარ ძმას ნაცების მეთოდით „აპრავებს“! მინისტრის მოადგილეები დაზარალებულებს რომ ხვდებიან კაფეებში და კონვერტებით - ნორმალურია?“ - ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მისი ძმა შს მინისტრის მოადგილე იყო და დაზარალებულთან შეხვედრა ნორმალურია. 
ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი მზადაა, ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვ...
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ევროპის ქვეყნებს რუსეთიდან მომავალი ენერგონაკადების მიწოდების შეწყვეტით კიდევ ერთხელ დაემუქრა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება
თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 5-დან 12 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. კინოფესტივალი  5 დეკემბერს, 21:00 საათზე, კინოთეატრ ამირანში,  ლევან კოღუაშვილის ახალი ფილმით „მეოთხე ბრაიტონი“ გაიხსნება.
გოგი მეშველიანი: ჩემთვის მნიშვნელოვანია შევძლოთ ყველა დაპირების ასრულე...
საქართველოს პარლამენტის წევრი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანის ცნობით წალკის მუნიციპალიტეტში დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-169) იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საწყისი 7,3 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები.