პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ დემოკრატიისათვის ბრძოლა არ იქნება იოლი

მარგველაშვილის განცხადება მიმდინარე პროცესებზე
1614065747
დაკოპირებულია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის აქტიურად იქნება ჩართული მიმდინარე პროცესებში.

ის მოუწოდებს ახალგაზრდებს, რომ ერთად იბრძოლონ დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის.

„ეს არის სპეცოპერაცია სრულიად საქართველოსი, არა გუშინ, არამედ კარგა ხანია

მინდა განსაკუთრებით მივმართო ახალგაზრდობას, ჩვენმა თაობამ შეძლო და მოგცათ თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო.

თავისუფლების დაცვა თქვენი მოვალეობაც არის და არ გეგონოთ, რომ ხვალ და ზეგ გაიღვიძებთ ისევ იგივე საქართველოში თუ დღეს მოქალაქეობრივ პოზიციას არ დააფიქსირებთ, არ იქნებით ძალიან აქტიურები და არ დაიცავთ იმ მონაპოვარს, რომელიც შევძელით და მოვიტანეთ თქვენამდე.

განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ, ჩვენ მოგიტანეთ აქამდე დემოკრატია კიდევ გავაგრძელებთ ამისთვის ბრძოლას, მაგრამ თქვენც უნდა იყოთ აქტიურები, რა თქმა უნდა მშვიდობიანად.

უნდა გაგრძელდეს ბრძოლა მშვიდობიანად, გაუტეხელად. უნდა იცოდნენ რომ ნეოკონკავშირელებს ჩვენ საქართველოს არ ჩავაბარებთ. ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, რომლის მომავალიც დასავლეთს უკავშირდება და არა ჩრდილოეთს.

საქართველოში დღეს შტურმათ აიღეს „ნაციონალური მოძრაობის“ შენობა, რომელშიც გაერთიანებული იყო ოპოზიციური ჯგუფები.

ვიქნები ერთ-ერთი იმათთაგანი, ვინც საქართველოსი დემოკრატიას დაიცავს ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს არ იქნება იოლი და უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი.

ბუნებრივია მე შევუერთდები ამ პროცესს.

ჩვენ გვაქვს საქმე იმ ადამიანებთან, რომლებიც ვერ იაზრებენ თუ რა ნაბიჯებს დგამენ, არ არის ის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც მათ გაააზრებინებს, თუ რა ქმედებებს ახორციელებენ. წარმოდგენა არ აქვთ, რა დრამაში და რა ვითარებაში მიჰყავთ ქვეყანა“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ინფორმაციისათვის, სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ პარტიის შენობა, უარის შემდეგ კი შენობაში შევიდნენ. შენობის ალყის შემდეგ საპოლიციო ძალები ყველა სართულზე განლაგდნენ.

სამართალდამცველებმა, დაახლოებით 09:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს.

ნიკა მელიას მხარდამჭერები პარტიის ოფისთან აქციას მართავენ.

იხილეთ აგრეთვე:

ნიკა მელიას დაკავება გიორგი გახარიას გადადგომიდან რამდენიმე დღეში მოხდა - Reuters

„არ გადაიხადა, დაიჭირეს“ - ირაკლი კობახიძის განცხადება ნიკა მელიას დაკავებაზე