პოლიტიკა

კალაძე: ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, ვისთვისაც ადამიანი და მასზე ზრუნვა მთავარი ამოსავალი წერტილია

კახა კალაძე სამეგრელოში სიტყვით გამოსვლისას
1602933006
დაკოპირებულია

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში და ქალაქში ვიმყოფები, მუნიციპალიტეტში, რომელიც საკუთარი ბუნებით, ღირსშესანიშნაობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და, რაღა თქმა უნდა - მარტვილის საოცარი კანიონით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მარტვილში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძის თქმით, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა და ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, ვისთვისაც ადამიანი და მასზე ზრუნვა მთავარი ამოსავალი წერტილია.

„აქ, მარტვილის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებული ღირსებისა და შეგნების ხალხი ცხოვრობს. პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, არაერთი ჩვენი თანამოქალაქისათვის, თქვენს დასახასიათებლად საქართველოს ეროვნული გმირის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას სიტყვებიც კმარა, რომლითაც მან საბჭოთა ოკუპანტებს მიმართა - „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“

ჩემთვის, ერთი რიგითი ქართველისთვის, ეს სიტყვები ყველაზე უკეთ აღწერს თქვენს ბუნებას და შეუდრეკელ ხასიათს, მითუმეტეს, კარგად ვიცი, თუ რა გაჭირვებისა და ძალმომრეობის ატანა გიწევდათ 2012 წლამდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე.

2012 წლიდან, ჩვენს ქვეყანაში და რასაკვირველია მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა და ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, ვისთვისაც ადამიანი და მასზე ზრუნვა მთავარი ამოსავალი წერტილია და ეს არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება.

სოფლის მეურნეობის, ტურიზმის თუ სხვადასხვა სფეროს განვითარების მიმართულებით რეგიონში განხორციელდა და დღესაც ხორციელდება უამრავი პროექტი თუ პროგრამა, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რა თქმა უნდა, ეს პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება.

ყველაზე მთავარია, გამოვასწოროთ არსებული სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა. ასევე, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპირებული ტერიტორიები.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ და არ ჩამომართვათ ეს ტრაბახში, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს შესაძლებლობა, რომ ყველა ამ გამოწვევას უპასუხოს ღირსეულად, გახლავთ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“.

მინდა, გამარჯვებები და წარმატებები გისურვოთ. მჯერა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ ყველა ვიზეიმებთ გამარჯვებას, რასაც ქართული ოცნების წარმატება და ჩვენი ქვეყნის წარმატება ჰქვია“, - დასძინა კალაძემ.

აქტივისტები საქალაქო სასამართლოსთან

საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით, 3 პირი 1966 წელს დაბადებული ე.ს. 1963 წელს დაბადებული ლ.ს. და 1972 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ხვალ, 2 დეკემბერს, დილის 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან აქცია დააანონსა.
1638352153
საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „ლივინ დეველოპმენტი“  ნაძალადევში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი უბნის  პროექტს ახორციელებს. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მიერ 2,85 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.
1638360370
დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ინიციატივას ეხმაურება.
1638359210
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.  სოფელ ძველ ქვეშში, 550 გრძივ მეტრზე, ბეტონის გზა ეწყობა. სამუშაოები  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 408 000 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
1638359140
დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე Pia.ge

მიშამ არც მეგობრები დაივიწყა, დავით ბაქრაძის, ლევან ვარშალომიძის და რა...

„2 დეკემბერს სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მორიგი სხდომა გაიმართება, რომელიც დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას შეეხება. აღნიშნულ საქმეს საზოგადოება „პიჯაკების საქმის“ სახელით იცნობს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივია, სინამდვილეში ბუნებაში პიჯაკების საქმე არ არსებობს, ეს არის განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა, რომელიც კორუფციულ ნიშნებს შეიცავს!“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
რიგის მინისტერიალზე საქართველოსა და მის მხარდაჭერაზე მაქსიმალური ფოკუს...
ნატოში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის შეფასებით, ქ. რიგაში გამართული ნატოს მინისტერიალი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის და საბჭოზე ხაზი გაესვა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ღია კარის პოლიტიკა და ალიანსში გაწევრიანების კონტექსტში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი ერთგულება.
ნინო ლაცაბიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა
პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა, რომელიც რუსთავის მერად იქნა არჩეული.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია
პარლამენტმა ხმათა უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია.