პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ უფრო მოტივირებულად წარსდგება იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც ქვეყანაში არსებობს - ვეფხვია გულედანი

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი
1610556492
დაკოპირებულია

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ვეფხვია გულედანი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტია დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა, განცხადებით ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილის როლი დიდია სახელმწიფო უწყებების სრულყოფილ ფუნქციონირებაში:

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბიძინა ივანიშვილის გადაწყეტილებას და გარკვეულწილად შევაფასოთ აღნიშნული საკითხი. უპირველესად მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ დიდია. პრაქტიკულად მან გარდატეხა მოახდინა ძალადობრივი რეჟიმის რეალური სახალხო დემოკრატიული პროცესის წარმართვით, ასევე, მან განამტკიცა ევროპული ინსტიტუტებისადმი სწრაფვა და გააძლიერა ნატოსთან თანამშრომლობა, ნატო საქართველოს ურთიერთობები ისტორიის მანძილზე ყველაზე მაღალ დონეზეა. აგრეთვე დიდია მისი როლი სახელმწიფო უწყებების სრულყოფილ ფუნქციონირებაში, რომელთა საჭიროების შესაბამისად, საქველმოქმედო ფონდ ქართუს მეშვეობით შეიძინა და საკუთრებაში გადასცა სპეც ტექნიკა აღჭურვილობა და ა.შ.

თუმცა უმთავრესია საერთაშორისო და რეგიონულ პოლიტიკაში სტაბილური, მშვიდობიანი პოლიტიკის გატარება. ასევე, ქვეყანაში დემოკრატიის ინდექსის გაუმჯობესება, ბიზნესის თავისუფლების ხელშეუხებლობის და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ღირებულების მქონე საკითხების წინ წამოწევა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ჩათვლით. ხოლო რაც შეეხება პარტიის დატოვებას, მიგვაჩნია, რომ ეს შიდა პარტიული საკითხია და ბიძინა ივანიშვილის წასვლით პარტია არ ჩამოიშლება. პირიქით, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ახლგაზრდებით დაკომპლექტებული მოტივირებული და საკმაოდ ავტორიტეტული, მოსახლეობის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი გუნდი მაგ: პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დედაქალაქის მერი კახი კალაძე და სხვა. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გუნდი უფრო მოტივირებულად წარსდგება იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც ქვეყანაში არსებობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აქტივისტები საქალაქო სასამართლოსთან

საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით, 3 პირი 1966 წელს დაბადებული ე.ს. 1963 წელს დაბადებული ლ.ს. და 1972 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მეტი საშიშროებაა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უფრო მეტად ახალგაზრდებში გავრცელდეს. 
1638352414
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ხვალ, 2 დეკემბერს, დილის 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან აქცია დააანონსა.
1638352153
„დეპუტატი ხოჯევანიშვილი საკუთარ ძმას ნაცების მეთოდით „აპრავებს“! მინისტრის მოადგილეები დაზარალებულებს რომ ხვდებიან კაფეებში და კონვერტებით - ნორმალურია?“ - ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მისი ძმა შს მინისტრის მოადგილე იყო და დაზარალებულთან შეხვედრა ნორმალურია. 
1638361686
შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1-ელ დეკემბერს აღინიშნება და შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
1638361338
თანამედროვე საცხოვრებელი უბანი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლივინ დეველოპმენტი“ თანამედროვე საცხოვ...

საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „ლივინ დეველოპმენტი“  ნაძალადევში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი უბნის  პროექტს ახორციელებს. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მიერ 2,85 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.
გოგი მეშველიანი: ჩემთვის მნიშვნელოვანია შევძლოთ ყველა დაპირების ასრულე...
საქართველოს პარლამენტის წევრი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანის ცნობით წალკის მუნიციპალიტეტში დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-169) იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საწყისი 7,3 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები. 
გიგი უგულავა გაათავისუფლეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა სასამართლო დარბაზიდან 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ნატოს 2022 წლის სამიტი შედეგიანი იქნება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში...
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ქ. რიგაში გამართული მინისტერიალი იყო ძალიან შინაარსიანი და შედეგზე ორიენტირებული, რომლის ფარგლებშიც, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოსა და უკრაინის მიერ შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს ამ მიმართულებით.