პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ განცხადებით, პარტიის სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევა

„ქართული ოცნება” 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1614069770
დაკოპირებულია

„ქართული ოცნების“ სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევა - ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.

„ქართული ოცნება“ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ აღნიშნული კიბერდანაშაული:

„ქართული ოცნების“ სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია პროვაიდერი კომპანიების აპარატურის მუშაობის შეფერხება. არსებული მოვლენების ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, თუ საიდან შეიძლება მომდინარეობდეს ეს დანაშაულებრივი აქტი. აშკარაა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის დანაშაული იქცა მოქმედების თითქმის ერთადერთ ფორმად. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული კიბერდანაშაული“, - აღნიშნულია განცხადებაში.