პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
1610563972
დაკოპირებულია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ამავე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანელ დიპლომატს საქართველოს პარლამენტის მიერ საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე ინფორმაცია მიაწოდა და ის საგარეო პრიორიტეტები გააცნო, რომლებზეც საკანონმდებლო ორგანო მთავრობასთან ერთად სამომავლოდ იმუშავებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ჰუბერტ ქნირშს წლების განმავლობაში გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ გაწეული დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მათ შორის, ყველა საერთაშორისო ფორუმზე.

მისივე თქმით, პარლამენტში მეგობრობის ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ, გერმანიის ბუნდესტაგთან ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ორმხრივი ვიზიტები დაიგეგმება.

შეხვედრის ერთ-ერთ თემას საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი წარმოადგენდა, რომლებიც ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ქვეყნის მნიშვნელოვან საგარეო პრიორიტეტებს წარმოადგენენ. მისივე განცხადებით, 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის ემზადება და ამ პროცესში გერმანიის მხარდაჭერას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იქნება. გერმანელმა დიპლომატმა, კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა გამოუცხადა.

გერმანიის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა.

აქტივისტები საქალაქო სასამართლოსთან

საქალაქო სასამართლოსთან დაკავებულებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება...

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით, 3 პირი 1966 წელს დაბადებული ე.ს. 1963 წელს დაბადებული ლ.ს. და 1972 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.
ექსპრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ სუსტადაა. მისი თქმით, ის ძალიან ღელავდა, მოახერხებდა თუ არა პატიმარი სასამართლოზე საკუთარი სიტყვის ბოლომდე თქმას და შეუწყობდა თუ არა ამაში ხელს ჯანმრთელობა. 
1638361841
საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტები დაამტკიცა. 
1638361667
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 36.8% COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს გვერდით მოვლენების გამო ამბობს.
1638359564
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მეტი საშიშროებაა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უფრო მეტად ახალგაზრდებში გავრცელდეს. 
1638352414
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოსთან აქცია დააანონსა

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ხვალ, 2 დეკემბერს, დილის 11:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან აქცია დააანონსა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ლივინ დეველოპმენტი“ თანამედროვე საცხოვ...
საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული სექტორის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „ლივინ დეველოპმენტი“  ნაძალადევში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი უბნის  პროექტს ახორციელებს. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მიერ 2,85 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.
საქართველოში მცხოვრებ 14-17 წლის მოზარდთა 14% ჩამოყალიბებული ლუდომანია...
დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ინიციატივას ეხმაურება.
ბოლნისის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედმა შემადგენლობამ ბოლო სხდომა გამართა. სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად, დეპუტატებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი განიხილეს და დაამტკიცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.