პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: ფაქტიურად გადაურჩენია სუს-ს გაბუნიას სიცოცხლე და არ აქვს მნიშვნელობა ინფორმაცია უკრაინიდან იყო თუ რომელიმე სხვა ქვეყნიდან

ზაალ ანჯაფარიძე გამოცემა Eurasia Daily Monitor-ში წერს, რომ მმართველი პარტია მაქსიმუმს გააკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად
1592244037
დაკოპირებულია

„ფაქტიურად გადაურჩენია სუს-ს გაბუნიას სიცოცხლე და არ აქვს მნიშვნელობა ინფორმაცია უკრაინიდან იყო თუ რომელიმე სხვა ქვეყნიდან, მთავარია შედეგი, რომლითაც იზომება ყველაფერი“, ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრიფინგს ეხმიანება.

„გაბუნია მართალია ეზიზღება ძალიან ბევრს მაგრამ რაც არის ის არის და ფორმალურად ჩვენი მოქალაქეა.

რომ მოეკლა იმ მიგზავნილ,კაცს, ხომ წარმოგიდგენიათ რა ამბავს დააწევდნენ ნაცმედია და მთელი მათი კლასტერი აქ თუ გარეთ.

ისე, დანაშაულის პრევენციას რამდენად ახდენ და არა მასზე რეაგირებას, ამით იზომება სპეცსამსახურის პროფესიონალიზმის დონე“, - წერს ამჯაფარიძე.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ სპეცოპერაცია ჩაატარა. დაკავებულია ერთი პირი.