მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

12 პუნქტის შესრულებაზე კი არა, იმაზე ფიქრობენ ეს პროტესტი გადააგორონ და ჩაცხრეს - ეკა ბესელია ხელისუფლებაზე

დამოუკიდებელი დეპუტატი 2020

„ევროკავშირთან მიმავალი გზა, რომელიც ჩვენთან ასე ახლოს იყო, ეს შანსი შეგნებულად გაუშვა „ქართულმა ოცნებამ“. ეს ისეთი კულმინაციური მომენტია, არც კი მინდა იმის დაშვება, რომ ეს შეიძლება ხელისუფლებას ეპატიოს“, - ამის შესახებ  პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა. 

ეკა ბესელიას თქმით, ახლა ხელისუფლების არა 12 პუნქტის შესრულებაზე, არამედ პროტესტის გადაგორებაზე ფიქრობს. 

„ახლა ყველანი ვგრძნობთ, ვისაც ოდნავ მაინც აქვს პოლიტიკურ პროცესებში ყოფნის გამოცდილება და შეგრძნება, თუ როგორია ცვლილებების მოახლოებული ეტაპი, საოცარი გამოღვიძებაა მიძინებული პროტესტის, განსაკუთრებით ახალგაზრდების ასეთი დოზით აქციებზე ხილვა, ეს,რა თქმა უნდა, შეგრძნებებით გვეუბნება, რომ ახლა არის კულმინაციური ეტაპი. 

ჩვენ ვინც კარგად ვიცით იმ პარტიის ანატომია და ჩემთვის ძალიან ნაცნობი სურათია, რასაც გარედან ვუყურებ, იმას კი არ ფიქრობენ, რომ 12 პუნქტის შესრულება დაიწყონ, არა ამის განცდა საერთოდ არ არის. ახლა ფიქრობენ, რომ ეს პროტესტი გადააგორონ, რომ იქნებ მინავლდეს, იქნებ ჩაცხრეს. 

არცერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი ჩვენ არ გველაპარაკება პარლამენტიდან „ქართული ოცნების“ სახით, გადაწყვეტილებები მიიღება სხვაგან და ვიცით სადაც. 

ისინი შეეცდებიან, რომ ეს პროტესტი გადაგორდეს და ბოლო კრიტიკულ მომენტამდე და ეს კრიტიკული მომენტი საფრთხის შეგრძნება იქნება ხალხის მასშტაბის გამო, რომ შეიძლება პროცესები უმართავი იყოს. თუ დაინახეს, რომ ხალხი არ გაჩერდება და იმედი მაქვს, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდება იქამდე, ვიდრე ეს მოთხოვნები არ შესრულდება. 

ახლა არის ის მომენტი, როდესაც ყველა დაგროვილი წყენა, იმედგაცრუება, ბრაზი და ევროკავშირთან მიმავალი გზა, რომელიც ასე ახლოს იყო ჩვენთან, ეს შანსი შეგნებულად გაუშვა „ქართულმა ოცნებამ“ ეს ისეთი კულმინაციური მომენტია, რომ არც კი მინდა იმის დაშვება, რომ ეს შეიძლება ხელისუფლებას ეპატიოს. რა არის მთავარი? მთავარი არის ის, რომ ხალმა იგრძნო თავისი ძალა“, - აცხადებს ეკა ბესელია. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴  არასერიოზული და საზიანოა ნებისმიერი ჯგუფის მიერ საკუთარი თავის მთავრობად დანიშვნის იდეა - გიგა ბოკერია

🔴   არ მჯერა, რომ ოლიგარქი საკუთარ ფეხებში ცელს გამოისვამს და ოლიგარქიზაციას დაასრულებს - ზურაბ ჯაფარიძე

🔴  ევროკომისია ამბობს „დააყენეთ ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა და იმუშავეთ“, ჩვენ ვაჩვენებთ რომ ეს არ შეგვიძლია - თენგიზ ფხალაძე

🔴  ეს იცით რას ჰგავს? როცა მაპზე უარი გვითხრეს და თქვეს მაპზე უკეთესი მივიღეთო - ვახტანგ ხმალაძე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე

🔴  კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზას დიდ დროს თუ არ დავუთმობთ და ვალდებულებებს შევასრულებთ, მაშინ პრაქტიკულად არაფერი გვაქვს დაკარგული - კახა გოგოლაშვილი