მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველანი არჩევნებზე, ყველანი რეფერენდუმზე 2 ოქტომბერს“ - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია

„საერთაშორისო პარტნიორები ჩვენზე უკეთ არიან ინფორმირებული, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის კუთხით“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა საარჩევნო კამპანიას და მიმდინარე მოვლენებს შეეხება.

„ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო პარტნიორები ჩვენზე უკეთ არიან ინფორმირებული თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის კუთხით. ისინი ჩვენი მხრიდან, დამატებითი ინფორმაციის საჭიროების მიღებას არ საჭიროებენ. ჩვენ დეტალურად ვაპირებთ სხვადასხვა საკითხებზე საუბარს ელჩებთან.

ბატონი კობახიძე რომ დგას და შავზე თეთრს რომ საუბრობს, ვფიქრობ, რომ უკვე აღარ დარჩა უცხოელი მეგობარი, ვინც ამ ადამიანებს უჯერებს და გუშინდელი დღე იყო ამისი ნათელი დადასტურება. აშშ-ის საელჩოს განცხადება, კარლ ჰარცელის განცხადება, ამათი ელჩის დაბარება ბრიუსელში, რაზე მეტყველებდა? ეს შემთხვევით არ გაკეთებულა.

როგორც წესი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მეგობრები მაქსიმალურად თავს იკავებენ ასეთი განცხადებებისგან უბრალოდ ისინი იძულებული გახადა ამ ბატონმა, ივანიშვილმა, ღარიბაშვილმა და კალაძემ, რომ ეს განცხადება გაეკეთებინათ, რითაც მხარი დაუჭირეს ქართველ ხალხს.

ყველანი არჩევნებზე, ყველანი რეფერენდუმზე 2 ოქტომბერს. 2 ოქტომბერი გასცემს ყველა უტიფრობას პასუხს. ეს დღე იქნება ისტორიული“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, დღეს 22 სექტემბერს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში სუსის მოსმენების შესახებ განმარტებისთვის დაიბარეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ