პოლიტიკა

9 ძირითად საკვებ-პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება

სურსათი, მაღაზია
1584609944
დაკოპირებულია

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყანაში საკვები-მარაგი საკმარისზე მეტია.

როგორც ბრიფინგზე ჩიქოვანმა აღნიშნა, ამ კუთხით პრობლემა არ არსებობს და შეთანხმება ბიზნეს სექტორთან უკვე მიღწეულია.

"პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოახსენეს ინფორმაცია, თუ ვითარებაა საკვებ-მარაგებთან მიმართებაში. როგორც აქამდე, ახლაც ქვეყანაში საკვები-მარაგი საკმარისზე მეტია. ამ თვალსაზირისით პრობლემა არ არსებობს. გუშინ გადაწყვეტილება იყო მიღებული, სადაც 7 ძირითად პროდუქტზე დაევალა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიზნესთან ერთად რომ არ მომხდარიყო ფასები ზრდა. შეგვექმნა მექანიზმი ფასების შეკავების, ეს მექანიზმი უკვე პრაქტიკულად არის შეთანხმებული როგორც სახელმწიფოს ასევე ბიზნეს სექტორთან. ჩვენ ვსაუბრობთ არა 7, არამედ 9 პროდუქტზე, რაც არის მნიშნელოვანი და იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ მშვიდად და ამ თვალსაზრისით ფასები ზრდა არ იქნება", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.